აქ ვიჯდები მარტო, სანამ კალანდიას არ დაიჭერენ – ზაზა სარალიძე შს სამინისტროს ეზოში რჩება

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარილაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს.

სარალიძემ დღეს ეს მოთხოვნები კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გააცნო. თუმცა ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ სარალიძემ განაცხადა, რომ კალანდიას ხელს აფარებენ, რის გამოც პროტესტის ნიშნად შს სამინისტროს დატოვებას არ აპირებს. მისივე განცხადებით, არ შეხვდება შს სამინისტროს არცერთ მაღალჩინოსანს, მათ შორის არც მინისტრ გახარიას.

„იქამდე ვიჯდები, სანამ რადიკალურ ზომებს არ მიიღებენ. კრიმპოლის დირექტორს შევხვდი, რომელიც ისევ მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დავიჭერთ კალანდიასო.

მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ხელის დაფარება უნდათ და დააფარონ მე აქ ვიჯდები სანამ არ დაიჭერენ,. ახლაც ხომ არ იტყვიან ნაციონალები უდგანან გვერდითო? მარტო ვიჯდები აქ. გავიდა შვიდი თვე. ამათი მოსატყუებელი არაფერი მაქვს. თუ უნდოდათ დაიჭერდნენ. ერთი თვე მივეცი დრო. მინისტრი უნდა წავიდეს საერთოდ სახლში, იმიტომ რომ მატყუარა და აფერისტია. ყველაფერი აქვთ, მაგრამ დროს წელავენ, რომ თავიდან შეკერონ საქმე “-აცხადებს ზაზა სარალიძე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლა