“აქ ვცხოვრობ ორი წელია, რატომ მექცევით ასე?”-მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც პარლამენტთან ბენზინი და დიზელი მიიტანა, რამდენიმე წუთით პოლიციელებმა შეაჩერეს. მაჩალიკაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას პარლამენტთან საწვავი მიაქვს, რადგან თითქმის 2 წელია იქ უწევს ცხოვრება.

“ეს ხომ მე მჭირდება, აქ ვცხოვრობ ორი წელია, დღეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის, რატომ მექცევით ასე?” – მიმართა მაჩალიკაშვილმა პოლიციელებს. რამდენიმე წუთში მაჩალიკაშვილს პოლიციელებმა საწვავის შეტანის ნება დართეს.

მაჩალიკაშვილი პოლიციასთან რაიმე ინციდენტს უარყოფს.

 

banner
წინა სტატიაში“კობახიძე გამორჩეულია პოლიტიკური არარაობების მორევშიც”
შემდეგი სტატიამიტროპოლიტ სერაფიმეს რეზიდენციას თავს დაესხნენ