აქ უნდათ შექმნან რუპორი, ჩვეულებრივი სახელისუფლებო ტელევიზია – გიგი უგულავა

აქ უნდათ შექმნან რუპორი, ჩვეულებრივი სახელისუფლებო ტელევიზია – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ გააკეთა. უგულავა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას “რუსთავის 2”-ის დაშლა და მისი სახელისუფლებო ტელევიზიად გადაქცევა უნდა. უგულავა ქიბარ ხალვაშზეც საუბრობს და მას ხელისუფლების ისნტრუმენტად მოიხსენიებს.

მისი თქმით თქმით, ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ფარ-ხმალის დაყრა უადგილო ქმედება იქნება.

„პირველი და მთავარი, რაც მინდა რომ ვთქვა, ხელები არავინ არ უნდა ჩამოყაროს, იმიტომ, რომ ბრძოლა გრძელდება და მეტსაც გეტყვით, გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე არ მქონდა არავითარი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი გადაწყვეტილება რომც ყოფილიყო, იურიდიული უტიფრობა ეყოფოდა წულუკიანს და ივანიშვილს, რომ ქოთნისთვის ყური სხვა მიმართულებით მოერგო და წასულიყო ისე, როგორც მათ უნდათ. მათ არ მივცეთ იმის შესაძლებლობა რისი გაკეთებაც მათ უნდათ, “რუსთავი 2”-ის დანგრევა, აქ არსებული შემადგენლობის გაყრა. აქ უნდათ შექმნათ რუპორი, ჩვეულებრივი სახელისუფლებო ტელევიზია. იჩქარებს ქიბარი და მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს თქვენს დასრულებას, იმიტომ, რომ ქიბარი არ არის პიროვნება, ქიბარი არის პროგრამა. ქიბარი არის „ახევის“ სინონიმი,“- განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ეს გადაწყვეტილება, დაელოდონ გასაჩივრების პროცესის დასრულებას-სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიანიკა გვარამია კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობას არ ასახელებს