აქ უნდა გავაკრა იმ 45 ბნელი დეპუტატის სია, ვინც “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას” მხარი დაუჭირა – გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქცია “ენმ”-ს თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში იმ 45 დეპუტატის სია (6 დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან,” 39 დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”) მიიტანა, რომლებმაც ირმა ინაშვილის რეზოლუციას- “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების” შესახებ მხარი დაუჭირეს. გოცირიძემ სია სასესიო დარბაზში შესასვლელ კარზე გააკრა.

„პარლამენტში აღმოჩნდა 45 ბნელი დეპუტატი- ეს არის სამარცხვინო სია 45 ბნელი დეპუტატისა, რომელმაც რისკის ქვეშ ჩააყენა ქვეყნის პოლიტიკური მომავალი ამ სიას უყარა კენჭი. მოვიტანე ეს სია, მოვიტანე “სკოჩი” და ამას ვაკრავ აქ და ყველამ ჩაიხედოს ამ სამარცხვინო სარკეში. ეს ხალხი, რომელიც ზოგიერთი პარლამენტის შენობაში ამ დარბაზსაც კი ვერ აგნებს უნდა წავიდნენ და აკეთონ თავის საქმე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას” მხარი არ დაუჭირა. “პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივამ “ქართული ოცნების” 39 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მომსახურების სააგენტო კვირასაც იმუშავებს
შემდეგი სტატია„ეკა ბესელია პოლიტიკურ პროცესში თავის წვლილს ყოველთვის შეიტანს“ – თამარ ჩუგოშვილი