აქ თქვენთვის სწავლა უფასო იქნება, დასაქმება კი გარანტირებული

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური გადამზადების ცენტრის თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ,,ბიპი” საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა კრის შტილერმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან ერთად დაათვალიერეს.
ტექნიკური გადამზადების ცენტრი 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ახალ, სრულიად ადაპტირებულ შენობაში, სადაც სტუდენტები მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის და შრომის ბაზრის შესაბამის სხვა პროფესიებს დაეუფლებიან. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებითა და ,,ბიპი საქართველოს” თანამშრომლობით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 5,5 მილიონი დოლარია.
ამ იდეით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის ახალი შესაძლებლობები იხსნება, ეს არის
5 პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამა, რომელიც მომზადებულია გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გადამზადების ცენტრში სწავლების ხანგრძლივობა 24 თვეა. ჩარიცხვის წინაპირობა კი საშუალო განათლება და პროფესიული ტესტირების შედეგებია. სწავლა დაიწყება 2017 წლის შემოდგომაზე.
სწავლებას გაუძღვებიან გერმანელი სპეციალისტების მიერ დატრეინინგებული ლექტორები და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განათლება მიიღონ: თანამედროვე უმაღლესი დონის ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიებში, რომელიც განთავსებულია თანამედროვე დიზაინისა და ადაპტირებული შენობაში.


ცენტრის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან შემდეგ პროფესიებს:
• მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსი
• მექატრონიკის ტექნიკოსი
• მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი
• ავტომატიზაციის ტექნიკოსი
• წარმოების სუპერვაიზორი
პოტენციური დამსაქმებლები და სფეროები: ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სექტორი, ელექტროსადგურები, მანთაქანათმშენებლობის სექტორი, სამშენებლო კომპანიები, მსუბუქი და კვების მრეწველობა და სხვ. პოტენციური საშუალო ხელფასი კი 500-1050$ განისაზღვრება.
ადგილობრივი სერტიფიკატის პარელურად, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის გერმანულ სერტიფიკატს.
გერმანულ სერტიფიკატს გასცემს გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტებული სპეციალიზრიბული ორგანიზაცია – GARP.
GARP უზრუნველყოფს ცენტრის მონიტორინგს და ხარისხის შესაბამისობას ყველა ეტაპზე – საუბარია როგორც სტუდენტების სერტიფიცირებაზე, ისე უშუალოდ სასწავლო პროცესზე.
სწავლებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გადამზადების ცენტრში სტუდენტებს პროფესიის დასაუფლებლად თანხის გადახდა არ მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშილილოს ნაგავსაყრელზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიაშსს-ევაკუატორიდან მანქანა არ გადმოვარდნილა-იყო ავარია