“აქ სრული განუკითხაობაა” – ინაშვილი იორმუღანლოში “კარუსელის” ფაქტებზე საუბრობს

საგარეჯოს რაიონში, სოფელ იორმუღანლოში საარჩევნო უბნებზე სრული განუკითხაობაა და მიმდინარეობს “კარუსელი” – ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მედიასთან განაცხადა.

ინაშვილის შტაბის წევრის, მარინე მოლოდინის, განცხადებით მმართველი პარტია “კარუსელისათვის” 4 მიკროავტობუოსს იყენებს.

“აქ სრული განუკითხაობაა, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბება. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები კაბინაში ერთდროულად რამდენიმე პირს უშვებენ, ხოლო ხმის მიცემა ვადაგასული პირადობის მოწმობებით ხდება, საჩივრებს ვწერთ მაგრამ რა აზრი აქვს,”- აცხადებს მარინა მოლოდინი.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას ახლო მომავალში მიიღებს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: მე ბუნებრივია, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას” – ნომერი 41