“აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე…” – ია კერზაიას საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ყველა გარემოებას შეისწავლის და შესაბამისი დასკვნა ექნება. განცხადება ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ გააკეთა:

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ ყოველმხრივად შევისწავლოთ. აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, ასევე საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამიტომ ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ოჯახის წევრებთან და მას შემდეგ, რაც მათგან ყველა საჭირო ინფორმაციას მივიღებთ, შევისწავლით და გვექნება შესაბამისი დასკვნა. ია კერზაიას წერილში სავარაუდოდ, საუბარია პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნის დადგენაზე. ჩვენ, პირველ რიგში, გარემოებები უნდა შევისწავლოთ და შემდეგ გამოიკვეთება, რა ნიშნით დისკრიმინაციაზე იყოს საუბარი. ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა სახალხო დამცველისთვის,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიამომრჩევლის მოსყიდვის მასობრივი შემთხვევები – გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს
შემდეგი სტატია“გაზრდილია აგრესია…”- “საია” 2018 წელს აჯამებს