“აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია, პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია” – სალომე ზურაბიშვილის სკანდალური პოსტი

თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას საქართველოს პრეზიდენტი სკანდალური განცხადებიტ ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით ოკუპანტთან არანაირი მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს:

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!!

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია !

და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის პროტესტი რუს დეპუტატებს – ხელისუფლების ოპონენტებმა გავრილოვის სავარძლის ბლოკირება მოეხდინეს
შემდეგი სტატიაგავრილოვი: 2008 წლის ომი არის ისტორია, რომლიდანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ