“აქ გადაწყვეტილებას იღებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი,” – შალვა შავგულიძე პროკურორის დანიშვნის პროცესზე საუბრობს

საპროკურორო საბჭოში გასაუბრებას დღეს სამი კანდიდატი გაივლის – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი. აქედან მმართველი გუნდის ფავორიტად თადუმაძე სახელდება. მისი კონკურენტი შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ მთავარი ბრალმდებლის პოსტს სწორედ ის დაიკავებს, რადგან გადაწყვეტილების შესაცვლელად საზოგადოებრივი წნეხი არასაკმარისი იყო.

“აქ გადაწყვეტილებას იღებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ვისზეც მიიღებს მითითებას თეა წულუკიანი, შემდეგ პარლამენტი და საპროკურორო საბჭო, ის კანდიდატი დაინიშნება, ოღონდ ამ გადაწყვეტილებას ესე ერთპიროვნულად თავის სურვილისამებრ ვერ მიიღებდა ბიძინა ივანიშვილი, თუ იქნებოდა საზოგადოების ძლიერი ზეწოლა. არაფერს არ შეეშლება ხელი თუ მოხდება პირდაპირ ტრანსლირება და შემდეგ ფარული კენჭისყრით მიიღებენ გადაწყვეტილებას,”-აცხადებს შალვა შავგულიძე.

banner
წინა სტატიაში“ნატოს სამიტისგან დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა ჩაწოლილია” – ნიკა რურუა
შემდეგი სტატიახანძარი სვანეთში – სოფელ ზესხოში ტყის მასივი იწვის