„აქ არის საჭირო ერის კონსოლიდაცია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ” – გიორგი რუხაძე

აშშ-ს დაზვერვის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის მიერ წარმოდგენილ 30 გვერდიან დოკუმენტში, სადაც საუბარია მსოფლიო საფრთხეებზე, ცალკე თავი ეძღვნება რუსეთს და იმ ეკონომიკურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ამერიკელი ექსპერტები და ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ რუსული ეკონომიკა ძალიან შემცირდა.

ქართველი ანალიტიკოსები ხელისუფლებას ურჩევენ ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთზე, როგორც ეკონომიკურად, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით.

„აქ არის საჭირო ერის კონსოლიდაცია ამ ყველაფრის გარშემო და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იმისათვის, რომ ვერ იქონიოს გავლენა მოსკოვმა ვერც საქართველოს ხელისუფლებაზე ბოლომდე და ვერც ქართულ საზოგადოებასა და მის აზრზე,” – აცხადებს საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე იუმორისტულ გადაცემა “ვანოს შოუში” გასულ ვიდეოს გამოეხმაურა