“აქ არის ისტერიული მესიჯები, რომელსაც მწერდნენ ხოლმე” – ელისაშვილი პროკურატურაში მივიდა

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

“აქ არის ისტერიული მესიჯები, რომელსაც მწერდნენ ხოლმე,” – ეს განცხადება მთავარ პროკურატურაში შესვლამდე ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ შენახული აქვს ის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც მისი განცხადებით, იმ პირების მიერ არის გამოგზავნილი, რომლებიც მასზე ზეწოლას ცდილობდნენ.

“გამოძიება ნორმალურად მიდის. ტელეფონი მოვიტანე, სადაც ისტერიულ მესიჯებს მწერდნენ ხოლმე. დაზუსტებითი კითხები აქვთ და უნდა მივაწოდო მათ ინფორმაცია,” – აცხადებს ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი: ხვალ გვექნება პოზიტიური ანგარიში და რეკომენდაცია საქართველოსა და უკრაინაზე
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ხვალ კარგი დღე გვექნება, მე ძალიან მიხარია ხვალინდელი დღე