აფროამერიკელი დანტე რაიტის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში არეულობები დაიწყო

კვირა საღამოს მინეაპოლისის პოლიციის განყოფილების წინ პროტესტანტებმა აქცია გამართეს, რომელიც შეტაკებაში გადაიზარდა. პროტესტის მიზეზი აფროამერიკელი მამაკაცის მკვლელობა გახდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სიატუაციას ადარებენ 46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას. ქალაქში კომენდანტის საათი შემოიღეს და დღეს, ორშაბათს დაკეტეს სკოლები. შტატის გუბერნატორმა ტიპ უოლცმა განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებს მოვლენების განვითარებას და დაღუპულის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბრუკლინ-სენტერის პოლიციამ განაცხადა, რომ დანტე რაიტის მანქანა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს კვირა დილით. მისი პირადობის შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ძებნაში იყო. პოლიციამ მისი დაკავება სცადა, მაგრამ რაიტი მანქანაში ჩახტა და გაქცევა სცადა. ერთ-ერთმა პოლიციელმა საჭესთან მყოფ რაიტს ესროლა, რომლის შემდეგადაც მანქანამ ასობით მეტრი გაიარა და მეორე მანქანას შეეჯახა. რაიტის გარდა მანქანაში სხვა პირიც იმყოფებოდა, რომელიც, ასევე, დაჭრილია, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი კამერები ინციდენტის დროს ჩართული იყო და არსებობს ჩანაწერები – “ბიბისი” წერს.
რაიტის დედამ თქვა, რომ მისმა შვილმა მას დაურეკა მაშინ, როცა პოლიციელებმა გააჩერეს, რომ დაზღვევის ნომერი ეკითხა, ამის შემდეგ გაიგონა ჩხუბის ხმა. “ერთი წუთის შემდეგ დავრეკე და გოგომ, რომელიც ჩემს შვილთან ერთად მანქანაში იყო, მიპასუხა, რომ მისი სხეული მიწაზე აგდია და მას სიცოცხლის ნიშნების არ აღენიშნება” – კეტი რაიტი ამბობს.

ქალაქის მერმა მაიკ ელიოტმა მომხდარს ტრაგედია უწოდა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
შემდეგი სტატიაგერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კანცლერის კანდიდატურაზე შეთანხმდა