აფრინის სისხლიანი ოპერაციის შედეგებზე ქურთები ვიდეოს ავრცელებენ

სირიელი ქურთების მედია, თურქეთის მიერ აფრინის რეგიონში დაწყებული ,,ზეთისხილის რტოს,, ოპერაციის პირველი ათი დღის დანაკარგებთან დაკავშირებით, ვიდეოინფორმაციას აქვეყნებს. ქურთების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, საუბარია მხოლოდ სამოქალაქო დანაკარგებზე.

,,თურქეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად მოკლულია 60 სამოქალაქო პირი, რომელთა შორის 19 ბავშვი და 12 ქალია. დაბომბვის შედეგად დაიჭრა 153 სამოქალაქო პირ, რომელთა შორის 26 ბავშვი და 30 ქალია. ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციისა და სატრანსპორტო საშუალებები, თურქულმა არმიამ დაანგრია ისტორიული ძეგლებიც,, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთი დღით ადრე, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თურქებმა ოპერაციის 9 დღის განმავლობაში – 577 ქურთი მებრძოლი დახოცეს.

https://youtu.be/Vqc5yR88bz0

 

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი: რა სახით დამაკავშირა ამ პოპულისტმა სუბიექტმა მე სანდროს მკვლელობასთან?
შემდეგი სტატიათურქეთში ძაღლთან სექსის გამო 82 წლის მოხუცი დააკავეს (ვიდეო)