15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

აპრილში საქართველოში 12 ათასამდე ავტომობილი დარეგისტრირდა

მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, აპრილში საქართველოში დაახლოებით 12 000-მდე ავტომობილი დარეგისტრირდა.

შედეგად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2.045 მლნ ერთეულს გადააჭარბა.

აღნიშნულ სტატისტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში ყოველდღიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, თებერვალში (გასულ თვეებთან შედარებით), დღეში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა საშუალოდ, 600-დან 350-მდე შემცირდა, მარტში საშუალოდ 500-მდე ისევ მოიმატა, ხოლო აპრილში 460 შემცირდა.

„ბიზნესპრენსიუსის“ ინფორმაციით, თუ აქამდე, თვეში საშუალოდ 16 000 მანქანა გადიოდა რეგისტრაციას, თებერვალში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 9 000-მდე შემცირდა, მარტში 12 600-მდე ისევ მოიმატა, აპრილში 12 000-მდე შემცირდა.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მიერ გერმანიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
შემდეგი სტატიაPolitico: ირანთან ომის შემდეგ ტრამპი კუბაში სამხედრო ოპერაციასაც განიხილავს