აპრილიდან თბილისში ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმები ამოქმედდება

3 აპრილიდან თბილისის ქუჩებში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. ქვეითი ინსპექტორების გადამზადება მომავალი კვირიდან დაიწყება-

“პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ” ნათქვამია მერიის განცხადებაში

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ სათაო ოფისში შეხვედრა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისინის ნახევარკუნძულზე “ისლამურმა სახელმწიფომ” ათი ეგვიპტელი სამხედრო მოკლა
შემდეგი სტატია„პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო შეთანხმებით უნდა დანიშნოს“ – ნუკრი ქანთარია