11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

აფრიკის დასახლებაში, ნახევარ ჰექტარზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება

სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ნახევარ ჰექტარ ფართობზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

როგორც დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი მოიცავს UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნის მშენებლობას, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.

მისი თქმით, სპორტის განვითარების მიმართულებით მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N12-ში, 3 220 კვ.მ ფართობზე UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა, სადაც ადგილები გათვალისწინებულია შშმ პირთათვისაც. ასევე მოეწყობა ფეხბურთელებისა და მსაჯების გასახდელები სველი წერტილებითა და საშხაპეებით. შენობა აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიიდან უკვე განხორციელდა მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ჯიხურის გადატანა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2026 წელს.

banner
წინა სტატიაშიწარმატებული თბილისელი სპორტსმენები 23 იანვარს დაჯილდოვდებიან
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: “საქართველოს გადარჩენის ერთადერთი და რეალური შანსი არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაში”