აფრიკის დასახლებაში დაკავებული 12-დან 11 ადამიანი გაათავისუფლეს

აფრიკის დასახლებაში მიმნდინარე სახლების ნგრევის პროცესში დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება.

სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. დაზარალებული მოქალაქეები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ ის ერთი დაკავებულიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, რადგან როგორც მათ, ასევე პატიმრობაში დატოვებულს, არაფერი დაუშავებიათ.

დაკავებულებს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება.

ადვოკატი, რომელიც დაკავებულებს შეხვდა, ამბობს, რომ ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს.

შეგახსენებთ, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია

banner
წინა სტატიაშირევაზ სოხაძე – ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანები სჩადიან დანაშაულს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები