აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

აფრიკაში SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლებელია 40-მდე მუტაციას ატარებდეს – ამის შესახებ აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონ ნკენგასონმა იოაჰანესბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე 1 აპრილს განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. მისი თქმით, ახალი ვარიანტი თავდაპირველად ტანზანიის მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ანგოლაში იყო.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კორონავირუსის წინააღმეგ არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება თუ არა ახალ ვარიანტთან საბრძოლველად.

banner
წინა სტატიაშიკათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს 4 აპრილს აღნიშნავს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს