აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, აღნიშნულ შტამს მუტაციის გაძლიერებული შესაძლებლობა გააჩნია. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ახალი შტამის სახელწოდებაა C.1.2, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დააფიქსირეს. 13 აგვისტოს მონაცემებით, ეს შტამი უკვე გავრცელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ცხრა პროვინციიდან ექვსში, ასევე ის გამოვლინდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიაში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში.

როგორც გამოცემა წერს, C.1.2 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2021 წლის იანვარში აღმოჩენილი შტამის მუტაციის შედეგად წარმოიქმნა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ტიპის ვირუსში მუტაცია ორჯერ უფრო სწრფად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა შტამებში.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კორონავირუსის გავრცელებით აფრიკის კონტინენტზე პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ამ დრომდე გამოვლინდა 2,6 მილიონი ინფიცირებული.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე “ოცნებაზე” – უტიფარი ვირეშმაკები არიან
შემდეგი სტატია13 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდული იქნება