აფრიკაში ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა | ინფორმაციას ABC News ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ განასა და კოტ-დ’ივუარში მაშველებმა დატბორილი შენობებიდან ასობით მოქალაქე ცოცხალი გამოიყვანეს. მათივე ცნობით, ორშაბათს აკრაში შენობები და გზები წყლით დაიფარა, რის გამოც განის დედაქალაქის რამდენიმე რაიონი და მეზობელი ქალაქი თემა გარე სამყაროს მოწყდა. გამოცემა წერს, რომ განის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, მიმდინარე კვირაში აკრაში მოსალოდნელი დამატებითი ნალექისთვის მოემზადონ.

















