23.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

Apple-მა OpenAI-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

Apple-მა OpenAI-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კომპანია Apple-მა კომერციული საიდუმლოებების მოპარვაში დაადანაშაულა. დავა უკავშირდება OpenAI-ის მცდელობას, შექმნას საკუთარი AI-მოწყობილობა, რისთვისაც, Apple-ის მტკიცებით, კომპანიამ არაკეთილსინდისიერი მეთოდები გამოიყენა.

Apple აცხადებს, რომ OpenAI-მა მოაწყო სისტემატური კამპანია მისი ყოფილი თანამშრომლების გადასაბირებლად, რათა მოეპოვებინა ინფორმაცია Apple-ის ტექნოლოგიების, დიზაინისა და მიმწოდებლების შესახებ.

სარჩელის მიხედვით,   OpenAI-ის აპარატურული უზრუნველყოფის ხელმძღვანელი,  (Apple-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი) გასაუბრებების დროს კანდიდატებს აიძულებდა, Apple-ის საიდუმლო დეტალები და პროტოტიპები მიეტანათ, ხოლო ინჟინერმა ლიუმ კომპანიიდან წამოსვლისას თან გაიყოლა სამუშაო ლეპტოპი და შიდა ქსელიდან კონფიდენციალური ფაილები ჩამოტვირთა.

ეს დავა კიდევ უფრო ამძაფრებს ორ კომპანიას შორის ურთიერთობას, რომლებიც 2024 წლიდან პარტნიორები იყვნენ (ChatGPT-ის ინტეგრაცია Siri-ში). ამჟამად Apple-ი მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და სასამართლოს მიერ OpenAI-ისათვის მისი კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების აკრძალვას.

OpenAI-ის სპიკერის განცხადებით, კომპანიას „სხვა კომპანიების სავაჭრო საიდუმლოებები არ აინტერესებს“ და ისინი კვლავ ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაზე რჩებიან ორიენტირებულნი.

 

 

banner
წინა სტატიაში“ალეკო ელისაშვილს რომ არ შეეყვანა ლევან იოსელიანი პარლამენტში, არ შეიტენიდნენ ქოცები”- ბექა კობახიძე
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაცია – სასამართლომ ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა