Apple-ის ხელმძღვანელს გაყიდვების შემცირების გამო ხელფასი ჩამოაჭრეს

Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, მომავალ საფინანსო წელს ხელფასისა და ბონუსების სახით სულ 8,85 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც 1,55 მილიონი დოლარით ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს.
ხელფასები შეუმცირდა Apple-ის ყველა თანამდებობის პირს.
ტიმ კუკმა, გასულ წელს აქციების გაყიდვით 136 მილიონი დოლარი მიიღო.
კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ლუკა მაესტრიმ და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა საბითუმო გაყიდვებში ანგელა არენდსმა წლიური ხელფასი 23 მილიონი დოლარი მიიღეს თითომ, რაც 2 მილიონით ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს.
Apple-ის სუფთა მოგება გასულ წელს 215,6 მილიარდი დოლარი იყო, რაც 7,7%-ით ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს. ოპერაციული მოგება 60 მილიარდი დოლარი იყო, რაც 15,7%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით -წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: თუ ის ადამიანი ამბობს, რომ მარტო იყო, ვიღაცას კი არ აფარებს ხელს, საკუთარი თავის დაძვრენას ცდილობს
შემდეგი სტატიაგერმანიამ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისთვის ამერიკული ტანკები მიიღო