Apple-ის რეკორდული შემოსავალი

კომპანია Apple კვარტლის მანძილზე საკუთარ რეკორდულ შემოსავალზე ავრცელებს ინფორმაციას.

კომპანიის ანალიტიკოსების თქმით, ეს შედეგი Apple-ის ახალი პროდუქტის iPhone-6-ის ბაზარზე გამოსვლამ გამოიწვია, რომლიც 2014 წლის ბოლო კვარტალში 74 მილიონი ცალი გაიყიდა.

iPhone-6-ზე განსაკუთრებული მოთხოვნები ჩინეთშია, სადაც 2013 წელთან შედარებით გაყიდვები 70%-ით გაიზარდა. Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა თქვა, რომ სმარტფონზე „მოთხოვნამ გამაოგნებებელ მაჩვენებელს“ მიაღწია. ამავე დროს გაზრდილია iPad-ის გაყიდვებიც, რომელიც გასული წლისგან განსხვავებით 18%-ით არის მომატებული.

აპრილში Apple-ის ახალი ჭკვიანი საათები შემოვა გაყიდვაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში რუსეთის მოქალაქეები ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიალონდონში ლიტვინენკოს საქმის განხილვა დაიწყო