APMT – ფოთის პორტის მესაკუთრე კომპანიას აქვს რუსეთში პორტები და შესაძლოა, იკვეთებოდეს რუსული ინტერესები

ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას შეფარვითი განცხადებები, რომელიც ეჭვს თესავს ანაკლიის პროექტის კომერციული მიმზიდველობის შესახებ, დამაფიქრებელია. გასარკვევია, რუსეთში მუშაობის დროს ხომ არ ჰქონდა მას შეხება რუსული პორტების პრივატიზებასთან. კერძოდ, ფოთის ნავსადგურის მფლობელი კომპანიის მიერ რუსეთში ტერმინალების შეძენასთან. ამ ეჭვს ბადებს მისი შეფარვითი სიმპატიები ფოთში მეორე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებით. APMT – ფოთის პორტის მესაკუთრე კომპანიას აქვს რუსეთში პორტები და შესაძლოა, იკვეთებოდეს რუსული ინტერესები – ” თაიმერთან” საუბარში პარლამენტის წევრი რომან გოციროძე ამბობს.

“თაიმერმა” შეისწავლა APMT-ის, ფოთის პორტის მესაკუთრის ბიზნესები, მათი პრიორიტეტები და ინტერესები და საინტერესო მიგნებები გამოგვივიდა. არის თუ არა ეს კომპანია ანაკლიის პროექტის ჩაშლის მსურველი და ამას მისი რუსეთთან კავშირები განაპირობებენ თუ არა, მკითხველისთვის მოგვინდია.

APMT – ფოთის პორტის მესაკუთრე კომპანიას აქვს რუსეთში პორტები და შესაძლოა, იკვეთებოდეს რუსული ინტერესები.

2013 წელს APMT -იმ დაასრულა მოლაპარაკებები და 900 მილიონ აშშ. დოლარად შეიძინა ყველაზე დიდი რუსული ტერმინალ-ოპერატორი (ან ტვირთბრუნვის ოპერატორი) კომპანია, Global Ports-ის 37,5 %-იანი წილი.

ამჟამად, მათი ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, Global Ports-ის 30.75% -ს ფლობს კომპანია APMT, აქციების 30.75% -ი Transportation Investments Holding Limited-ის მფლობელობაშია (“TIHL”, რუსეთში, დსთ-ს და ბალტიისპირეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო სატრანსპორტო ჯგუფი, რომელსაც გააჩნია სტრატეგიული ინტერესები სარკინიგზო და საპორტო ტრანსპორტირების სფეროში), 20.5% განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარი ბაზარზე , ხოლო Ilibrinio Establishment Limited- ს და Polozio Enterprises Limited- ს (Global Ports-ის მიერ შეძენილი NCC ჯგუფის ყოფილი მფლობელები) კი ფლობენ აქციების 9-9%-ს.

რუსეთში, ჯგუფი ფლობს და ამუშავებს ტერმინალებს ორ სხვადასხვა რეგიონში: სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ბალტიის ზღვის სანაპიროზე და შორეულ აღმოსავლეთის აუზზე Vostohniy Port- ში.

კონკურენცია საქართველოს პორტებთან რუსეთის მთავრობის სტრატეგიაში „საზღვაო ტრანსპორტირებისთვის 2030“ პირდაპირ არის აღნიშნული, რომ დაგეგმილია პორტებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისა და ტვირთის ნაკადების მოზიდვის მიზნით, რომელიც ამჟამად ხორციელდება მეზობელი პორტების მიერ.
ამასთანავე, რუსეთის მთავრობა ხელს უწყობს მათ მფლობელობაში არსებული ბალტიის პორტების განვითარებას, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის აბრეშუმის გზის დასავლეთის კარიბჭეს და საერთაშორისო დერეფანს ჩრდილო-დასავლეთით. ორივე შემთხვევაში, ის ქმნის კოკურენციას ქართული პორტებისთვის.
ამის დასტურად, 2017 წლის 1 ნოემბერს, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა Ust-Luga პორტში (რომელიც არის რუსეთის ფლაგმანი პორტი და წარმოადგენს Global Ports-ის საკუთრებას ) ახალი ინფრასტრუქტურის გახსნისას განაცხადა, რომ პორტი აბრეშუმის გზის და ჩრდილო-დასავლეთი დერეფნის ძირითადი სატრანსპორტო კვანძია.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური სატრანზიტო სტატისტიკა, რუსეთის ოფიციალური პირებისა და პორტის წარმომადგენლების განცხადებები წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ რუსული პორტები და Global Ports-ის ტერმინალები (რომელშიც APMT -ს აქვს მნიშნელოვანი წილი) არის ქართული პორტების პირდაპირი კონკურენტი, როგორც არსებული ტვირთების თვალსაზრისით, ასევე, სამომავლო კონკურენტი აბრეშუმის გზისა და ინდოეთ-ირანის-ევროპული დერეფანის თვალსაზრისით.
რუსეთის კვალი ანაკლიის პროექტის ბლოკირებაში ჩანს ივანიშვილის განცხადებებშიც, რომელიც, ასევე, ეჭვს თესავს მისი კომერციული მომგებიანობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ავიაშოუს დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგერმანია თავდაცვისთვის დამატებით 2 მილიარდ ევროს გამოყოფს