აფხაზურმა სამხედრო პროკურატურამ სასამართლოს კანჯი-ოღლის დაკავების შუამდგომლობით მიმართა

აფხაზურმა სამხედრო პროკურატურამ სასამართლოს კანჯი-ოღლის დაკავების შუამდგომლობით მიმართა

oxliოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი–ოღლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

„კანჯი–ოღლის მიმართ გამოტანილია დადგენილება კანჯი-ოღლისთვის აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებულის სახით პასუხისგებლობის დაკისრების თაობაზე. ამასთან, იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან უშიშროების სამსახურში”,– იუწყება „აფსნიპრესი“.

მისივე ინფორმაციით, „საგამოძიებო ორგანოს იმედი აქვს, რომ მიიღებს ბრალდების მტკიცებულებებს საქმის სასამართლოში გადასაგზავნად ოთხმხრივ კომისიაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გალში“.

ამასთან, დე ფაქტო გენერალური პროკურატურა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, რაშიდ კანჯი–ოღლი არ არის ცნობილი დამნაშავედ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე“.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ბარამიძე: გვინდა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო