აფხაზურმა «სამხედრო პროკურატურამ» ხურჩის ინციდენტზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა

აფხაზებიოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ 19 მაისს ადმინისტრაციული საზღვის მიმდებარედ, სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახურმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

“გენერალური პროკურატურა გეგმავს, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოს, რათა ჟენევის დისკუსიების გამოყენებით, რომელთა მორიგი რაუნდი 14-15 ივნისისთვისაა დაგეგმილი, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ზემოაღნიშნულ ფაქტზე შეგროვებული მასალები მოიპოვოს შემდგომში გამოძიების პროცესში გამოყენების მიზნით. თავად აფხაზეთის საგამოძიებო ორგანოები შეზღუდულები არიან მტკიცებულებების შეგროვებაში იმის გამო, რომ ინციდენტი საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა”, – ნათქვამია დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

მომხდართან დაკავშირებით პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამაც.

მისი პრეს-სამსახურის ინფორმაციით, «ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურესა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს – გიგლა ოთხოზორიას შორის ჩხუბი მოხდა იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი შესაბამისი საბუთების არქონის გამო რესპუბლიკაში არ შეუშვეს”.

“მოგვიანებით დაპირისპირებამ მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც, არსებული მონაცემებით, გიგლა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით იქნა მოკლული”, – აღნიშნულია დე ფაქტო გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

 

mkvleleiცოტა ხნის წინ კი ქართველმა ჰაკერებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელის იდენთიფიცირება მოახდინეს. როგორც   ახალგაზრდა ჰაკერი ლუკა ფეიქრიშვილი აცხადებს მისი ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მისი პროფილიდან წაიშალა ყველა ფოტო და ამავდროულად დაიხურა პროფილი. სახელი გადაიკეთა აი ასე Анри Духин
ასევე გადააკეთა ეს ინფორმაცია Родился 12 января. Место проживания – Новосибирск, Россия.”

ფოტომასალას ახალგაზრდა ხაკერი ლუკა ფეიქრიშვილი ავრცელებს.

წყარო

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის პროფილზე ქართული ასოებით დაეწერა “მკვლელი Hacked”
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე:დავით კოღუაშვილს პირველმა მისმა მეგობარმა, კვირიკაშვილმა აქცია ზურგი