აფხაზურმა დიასპორამ ერთობლივი მიმართვა გაავრცელა

მოსკოვში, აფხაზური დიასპორის 60 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ერთობლივი მიმართვის ტექსტი გაავრცელეს. მიმართვის ავტორები სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ აფხაზებს მოუწოდებენ ერთობისკენ და აღნიშნავენ, რომ 2018 წელი აფსნებისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც 1992-1993 წლების ომიდან 25 წელი გავიდა და 10 წელი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობიდან, ასევე, 125 წლისთავი სახელმწიფო მოღვაწე ნესტორ ლაკობას დაბადების დღიდან.
მიმართვის ტექსტის ავტორების თქმით, “ზოგიერთი ბრძოლები ბოლომდეა მისაყვანი, რომ დამოუკიდებელი განვითარება ‘შეძლონ მასშტაბური, მძიმე გამოცდის შემდეგ”. ომისა და მშვიდობის მძიმე გამოწვევებს რომ უპასუხონ, აუცილებელია დიასპორის ერთად ყოფნა. “აფხაზეთის უახლოეს მომავალში მოგვიწევს განვსაზღვროთ, როგორი იქნება ჩვენი საერთო მომავალი. ჩვენ აფხაზეთი გვსურს წარმატებული და აყვავებული ქვეყანა იყოს. 21-ე საუკუნე ახალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ახალ მიდგომებს საჭიროებს. დღევანდელ გლობალურ კონკურენციაში მთავარი გასაღებია ადამიანი თავისი პროგრესული კომპეტენციებით… ამდაგვარად, ჩვენი ხალხის წინ დგას ამოცანა განვითარების პარადიგმების შეცვლაზე, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი ამოცანაა” ახალი აფხაზეთისთვის, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან, რომლითაც იამაყებენ, ამისათვის კი საზოგადოებას ახალი გეგმა ახალი გამოწვევები აქვს” – წერია მიმართვის ტექსტში და განვითარების საკუთარ სტრატეგიას სთავაზობენ : შემუშავდეს გეგმა 2025 წლამდე, დაიწყოს ფორუმი “სტრატეგია 2025”, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემები განისაზღვროს დ ამისი გადაჭრის გზები დაიგეგმოს – ადგილობრივი მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა