აფხაზური ტრადიციული სამოსის უნიკალური ჩვენება ART- მეურნეობაში, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი კულტურის სიღრმე, სილამაზე და იდენტობა.
სცენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე ინტერპრეტაციები ტრადიციული აფხაზური ტანსაცმლი — ჩოხები, ქალთა ნაქარგიანი კაბები და ულამაზესი თავსამკაულები.
ყოველი დეტალი ქსოვილიდან ორნამენტამდე ასახავდა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ესთეტიკას და სიმბოლიზმს.
ჩვენებას ამშვენებდა აფხაზური ხალხური მუსიკა და ცეკვები, რაც მთელ ღონისძიებას განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენდა.
ღონისძიების მიზანი იყო ტრადიციული სამოსის პოპულარიზაცია და მისი თანამედროვე მოდაში ინტეგრაცია იმის საჩვენებლად, რომ კულტურული მემკვიდრეობა შეიძლება თანამედროვე სტილთან ჰარმონიაში განვითარდეს.
















