აფხაზური ოპოზიცია სამთავრობო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე დათანხმდა და კონფლიქტიც დასრულდა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში ასნალ ბჟანიას ოპოზიციური ბლოკისა და პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას წარმომადგენლების ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრა დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ გახსნა და თქვა, რომ ისინი უკვე მეორე დღეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმისათვის, რომ კონფლიქტის ამოსაწური გზები იპოვონ. მისი თქმით, უსიამოვნებები უკვე გადალახულია. ოპოზიციურ ძალებთან ინტენსიური შეხვედრები იმართება, მათ შორის განიხილავენ საკითხებს, რომელიც ძალიან რთულია გადასაჭრელად.
მან ასევე თქვა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ ოპოზიციურ ძალებს ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები შესთავაზეს, რაზეც ისინი დათანხმდნენ, კერძოდ, საუბარია ვიცე-პრემიერის, გენერალური პროკურორის პოსტზე, კონსტიტუციურ სასამართლოში ორ კანდიდატზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოთხ ახალ წევრზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა და იაპონიამ კურილის კუნძულებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
შემდეგი სტატია(Foto) ჩინეთში 5 მილიონად უხილავ ხიდს ააშენებენ