აფხაზური ოპოზიცია რუსეთის გვარდიასთან შეთანხმების დადების წინააღმდეგ გამოდის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალურ სამსახურთან შორის შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგ გამოდის აფხაზური ოპოზიციის ნაწილი.

ისინი აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს, რობერტ კიუტს მოუწოდებენ, უარი თქვას ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

„არც კი არ იფიქროთ, ხელი მოაწეროთ იმ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ძალები შეიძლება ჩაერთონ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების საზოგადოებრივი წესრიგისა და ქონების დაცვაში. ამით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების ძალებს შესაძლებლობა მიეცემათ, უშუალო მონაწილეობა მიიღონ აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, და „აფსნიმ“. საზოგადოებრივი ორგანიზაციები – „აფხაზთა სახალხო მოძრაობა“, „არუა“ და „ჩვენი დედაქალაქი“.

აფხაზური ოპოზიცია ამ ინიციატივას „ანტიეროვნულს“ უწოდებს და ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აფრთხილებს – „[ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში], ჩვენი ქმედებები არ შემოიფარგლება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით“.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია შსს-ს თანამშრომელი, რომელიც დუშეთში ქვეითს შეეჯახა და მიიმალა
შემდეგი სტატიაუკრაინის მხარეს მებრძოლი დაქირავებულების რაოდენობით, საქართველო მესამე ადგილზეა – პუტინი