აფხაზური ოპოზიცია დე-ფაქტო მთავრობის გადაყენებას მოითხოვს

AMCAXARAAAAAAAAAAAAჩვენ არ გვჭირდება უწიგნური, უპასუხისმგებლო, შეურაცხადი მთავრობა, რომელიც საკუთარ მოღვაწეობას საზოგადოების უხეშად მოტყუებაზე აგებს და კატასტროფისკენ მივყავართ. და ეს საკმარისად წონადი დასაბუთებაა იმისი, რომ ასეთი ხელისუფლების გადაყენება მოვითხოვოთ“- ამის შესახებ აფხაზეთის პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარემ ალხას კვირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების პროცესი სრულად გამოხატავს არსებული მთავრობის სახეს. „ქვეყნის ახლანდელი მთავრობა ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელსაც თვითონ , ოპოზიციაში ყოფნისას, აკრიტიკებდა. პირველი, ეს საზაოგადოების გახლეჩვაა, რა გააკეთა ოპოზიციის ყოფილმა ლიდერმა ხაჯიმბამ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა? პირველი , რაც გააკეთა, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მიღწეულ ეროვნული ერთობის ხელშეკრულება დაარღვია. რატომ არ შექმნა მან ისეთი მთავრობა, რომლის არსეობობის მოთხოვნებსაც თვითონ უყენებდა ყოფილ მთავრობას? განა, თვითონ ხაჯიმბა და ფორუმი არ ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას? რა მოხდა მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ? “ -კითხულობს  „ამცახარას“ ლიდერი.
კვირცხალიამ „ბუტაფორიული “ უწოდა პრეზიდენტის ინიციატივას, შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, სადაც ოპოზიციასაც დაპატიჯებენ: „ჩვენ დაგვპატიჟეს მონაწილეობა მივიღოთ საბჭოში, რასაც არანაირი გავლენა არ ექნება არც ქვეყნის შიდა და არც საგარეო პოლიტიკაზე“. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გაკრიტიკებისას კურცხალიამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველ კვირა იცვლის პოზიციას.

banner
წინა სტატიაშითბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საია და ტფილისის ჰამქარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაReuters: სირიაში საავადმყოფოს დაბომბვას 27 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა