აფხაზური მონეტა ამერიკულ კატალოგში – რას აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში?!

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერის”  ინფორმაციაზე სადაც საუბარია  ამერიკული გამომცემლობის Krause-ს  საკოლექციო ნივთების კატალოგში აფხაზური მონეტების შეტანაზე,  დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გააკეთა. როგორც  უწყებაში ,,თაიმერს” განუცხადეს  მსოფლიო მონეტების 2019 წლის კალატოგში  აფხაზეთი დამოუკიდებლად არ არის მოხსენებული. უწყებამ ,,თაიმერს”  კატალოგის pdf ვერსიაც მიაწოდა.

,,გთხოვთ, გაეცნოთ მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის სრულ ელექტრონულ ვერსიას, რომელიც ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა, თითქოს კატალოგის ქვეყნების ინდექსში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით იყოს შეტანილი მონეტები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან, სინამდვილეს არ შეესაბამება. მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის ელექტრონულ ვერსიაში მოხსენიებულიც კი არ არის აფხაზეთის რეგიონი. კატალოგი არის ონლაინ გაყიდვაში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის”- განუცხადეს ,,თაიმერს” დავით ზალკალიანის უწყებაში.

pdf-  ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ლინკის საშუალებით: https://wetransfer.com/downloads/b291671ae77ec500c52098f9204f338120181113103552/97a4cf36143c5da6f9e3d706ac3850e720181113103552/2553da?fbclid=IwAR0aovtSy5YQnbFJ2fmrpIUiYHoqWeaOWVHl2MNn6SWH4r9cdHI6C69Fcvw

შეგახსენებთ ,,თაიმერმა” გაავრცელა ინფორმაცია რომ არა მსოფლიო მონეტების არამედ გამომცემლობამ Krause-მა, რომელიც სპეციალიზაცია საკოლექციო ნივთების კატალოგია, 2018 წლის გამოცემაში აფხაზური მონეტები შეიტანა. აფხაზეთის შესახებ ინფორმაციის განყოფილებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, დატანებულ რუკაზეც იგივეა აღბეჭდილი – “სპუტნიკ-აფხაზეთი” ავრცელებს დე-ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის წარმომადგენლის ლიანა აგრბას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. “აფხაზეთის ბანკის ყველაზე დიდი წარმატებაა, რომ ჩვენი მონეტები ამ გამოცემის სტანდარტულ კატალოგში მოხვდა, რადგანაც მათ სხვა კატალოგში მხოლოდ ის ქვეყნებია შესული, რომლებიც აღიარებული არ არის” – განაცხადა  აგრბამ.

იხილეთ მასალის ლინკი და ვიდეო: https://www.timer.ge/amerikul-katalogshi-apkhazethi-sheitanes-rogorc-damoukidebeli-qvekhana/

 

 

banner
წინა სტატიაში„ვინ არის თქვენი სახედარი, ვინ არის თქვენი ულაყი?“…ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“ – გოცირიძე უმრავლესობას
შემდეგი სტატია,,ევროპული საქართველო“ ზუგდიდში კიდევ ერთმა წევრმა დათა არახამიამ დატოვა