33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

აფხაზური მხარის ცნობით, ღამით აფხაზეთში ელექტროენერგიის რამდენიმესაათიანი გათიშვა ენგურჰესზე ავარიის შედეგია

აფხაზური მხარის ცნობით, 24 ივლისის ღამით აფხაზეთში ელექტროენერგიის რამდენიმესაათიანი გათიშვა ენგურჰესზე ავარიის შედეგია.

ამავე დროს, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე განცხადება არ გაკეთებულა.

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენგურზე მდებარეობს. სადგურის ძირითადი ნაგებობა (კაშხალი და წყალსაცავი) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო მიწისქვეშა ტურბინები და ელექტროსადგურის შენობა – აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

წარმოებული ელექტროენერგია, მრავალწლიანი არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე, დაახლოებით 60%-ით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, ხოლო 40%-ით აფხაზეთს მიეწოდება.

banner
წინა სტატიაშიახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?
შემდეგი სტატიაკაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო