აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი მიენიჭა

აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ელემენტის მთავარი იდეაა, ხაზი გაესვას აფხაზეთის, როგორც ერთიანი ქართული ეთნოკულტურული სივრცის ნაწილს. მათივე ინფორმაციით, ეს აერთიანებს როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას.

სააგენტოს ცნობით, ამის ნათელი მაგალითია დღეს უკვე სტატუსის მქონე აფხაზური მარილის „აპირპილ-აჯიკასა“ და მეგრული აჯიკის ერთიანი ფენომენი.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იწყებს როგორც აფხაზეთის, ისე ოსეთის რეგიონების მატერიალურ და არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობაზე ირიბად ზრუნვას, გამომდინარე იქიდან, რომ კონტროლი აღნიშნულ ტერიტორიებზე ვერ ვრცელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ოპოზიციამ თავისი ძალა ორი წლის თავზე აჩვენა, აღორძინდა, ფერფლიდან აღდგა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – კარგად მახსოვს 2012 წელს მასშტაბური სახე ჰქონდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვას