აფხაზურ მედიაში „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ გადაღებული ვიდეო გავრცელდა

აფხაზურ მედიაში „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ გადაღებული ვიდეო გავრცელდა. კადრებში სადგურის დატბოროლი ნაწილი და დაზიანებული დანადგარები ჩანს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამანქანე დარბაზის ქვედა სართული 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე წყლით არის დაფარული. სავარაუდოდ, დაზიანებულია სატურბინე წყალსატარის მილი, რის გამოც ჰესის ძირითადი აგრეგატები მთლიანად გაჩერებულია.

შეგახსენებთ, ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისსა და რეგიონებში გუშინ საღამოს ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშიოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 1709 სამალავიდან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა