აფხაზურ ანსამბლ “შარათინს” თურქეთში ქართული დროშით გამოსვლა შესთავაზეს

აფხაზური ანსამბლი “შარათინი” თურქეთში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობას ვერ მიიღებს – ხალხური ცეკვის კოლექტივის ხელმძღვანელმა რუსლან ბებიამ თქვა. ფესტივალი 7 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება თურქეთში. ბებიას თქმით, ფესტივალის ორგანიზატორებმა მათგან საქართველოს სახელით გამოსვლა მოითხოვეს, რაზეც ბებიამ და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური პარტიების ქალი წევრების განცხადება რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპარაგვაიში პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტის ხელახლი არჩევის პროტესტის ნიშნად