აფხაზთეთში რუსი ტურისტი გარდაიცვალა

აფხაზეთში მიკროავტობუსი, რომელშიც რუსი ტურისტები ისხდნენ, ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა, – იუწყება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამსახური.
უწყების მონაცემებით, ავარია დღეს, 3 აგვისტოს, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრიდან 7 კილომეტრში მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, მიკროავტობუსი მსუბუქ მანქანას დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, – წერს ადგილობრივი მედია.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ შერემეტის სავარაუდო მკვლელების ფოტო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიასავჩევნომ გამოცხადებული შიმშილობა დაიწყო