აფხაზმა სკოლის მოსწავლემ წიგნის წასაკითხად მყუდრო ადგილის ძიებაში რუსეთის საზღვარი გადაკვეთა

აფხაზი მოზარდი საკითხავად წყნარ ადგილს ეძებდა და შემთხვევით რუსეთის საზღვარი გადაკვეთა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინციდენტი ივლისის შუა რიცხვებში მოხდა, მაგრამ მასზე მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
“თავისი საყვარელი ჯერომ სელენჯერის “თამაში ჭვავის ყანაშის” წასაკითხად მყუდრო ადგილის ეძებდა 14 წლის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი. ის არ ელოდებოდა, რომ შესაბამისი ადგილის ძებნაში კანონს დაარღვევდა. ზურგჩანთაში, პირად ნივთებთან ერთად, მას წიგნიც ედო” – ნათქვამია რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოზარდი აფხაზეთში დააბრუნეს.

banner
წინა სტატიაში„არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად“
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება არ ღირს