(video) აფხაზმა პოლიციელებმა სომეხი ფეხბურთელები სცემეს

afxazetshi-chxubiსუხუმში მიმდინარე არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატზე (ConIFA. World Cup-2016) ინციდენტი მოხდა.

დასავლეთ სომხეთის და პენჯაბის ნაკრებების მატჩის მსვლელობის დროს ფეხბურთელებს შორის ატყდა ჩხუბი,რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. გასაშველებლად მოსულმა აფხაზმა პოლიციელებმა პენჯაბელების მხარე დაიკავეს და სომხებს დაუწყეს ცემა. აფხაზური მედიის ცნობით, ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ ჯუღელია,რომელიც თავად უსწორდებოდა სომეხ ფეხბურთელებს.აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ ეს ინციდენტი ნეგატიურად იმოქმედებს აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯზე.

https://youtu.be/k0-0fB6f0wI

banner
წინა სტატიაშიჩინელი ინვესტორის ვიზიტი აფხაზეთში
შემდეგი სტატია“ჩვენ, წლების განმავლობაში დახურული სასამართლო დარბაზები, მედიისთვის გავხსენით”