„აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი”- ჯემალ გამახარიას განცხადება აფხაზეთში ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2020 22:10

„აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი”- ჯემალ გამახარიას განცხადება აფხაზეთში ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანი

  • „აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი”- ჯემალ გამახარიას განცხადება აფხაზეთში ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

სხვა სტატიები

დღეს, 22 მარტს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქართული სახელმწიფო, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა აფხაზეთი, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს მსგავს „არჩევნებს“, რადგანაც ის ტარდება რუსული ოკუპაციისა და მოსკოვის მხრიდან ტოტალური კონტროლის, ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პირობებში.
მართვადი „პოლიტიკური კრიზისების“ პროვოცირების შედეგად საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელების გახშირებული ცვლა სოხუმში წარმოადგენს მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. „წინასაარჩევნო“ კამპანიის წარმოებისას „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს ოკუპანტის მხრიდან ჰქონდათ სრული „თავისუფლება“ ერთმანეთს კრემლის ერთგულებაში შეჯიბრებოდნენ, უხვად გაეცათ დაპირებები „სტრატეგიული პარტნიორის“ გულის მოგების მიზნით. სწორედ ამიტომ ყოველი ასეთი „არჩევნები“ იყო და არის ფარსი, ტრაგიკომედია, რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის იძულებითი ინკორპორაციისკენ, არსებითად, აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი. დარწმუნებული ვართ, ქართული სახელმწიფოს მეცადინეობითა და მისი მოკავშირეების თანადგომით ოკუპანტის ეს დანაშაულებრივი გეგმა ვერ განხორციელდება.
ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, რეგიონის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნების გამომხატველად კვლავაც რჩება დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მთავრობა. საერთაშორისო ორგანიზაციებს, ცივილიზებულ სამყაროს მოვუწოდებთ მკაცრად დაგმონ ოკუპანტის პოლიტიკა, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ დაუშვან ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგების დაკანონება აფხაზეთში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2020 22:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics