,,აფხაზი და ოსი მართმადიდებლების რუსულ ეკლესიაში მიღების საკითხი დიალოგის შემდეგ გადაწყდება”

აფხაზი და ოსი მართმადიდებლების რუსულ ეკლესიაში მიღების საკითხი დიალოგის შემდეგ გადაწყდება – ამის შესახებ რუსეთის მეტროპოლიტმა “კომერსანტს” განუცხადა.
შეკითხვაზე: “წლებია აფხაზი და სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებლები რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაერთიანებას ითხოვენ. რატომ არ მიდის ამაზე მოსკოვის პატრიარქი?”, მეტროპოლიტ ილარიონმა უპასუხა: “იმიტომ, რომ არსებობს პრინციპი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური საზღვრების შეცვლა საეკლასიო საზღვრების შეცვლას არ ნიშნავს. თუკი ჩვენ საეკლესიო საზღვრებს შევცვლით ყოველ ჯერზე, როცა შეიქმნება ახალი პოლიტიკური საზღვარი, მაშინ მუდმივად გარკვეული წლების განმავლობაში შეიქმნება ახალი ეკლესიები. არიან ისეთი ადგილობრივი ეკლესიები, რომელთაც საუკუნეების მანძილზე საზღვარი არ შეცვლიათ, თუმცა იმავე პერიოდის მანძილზე კანონიკურ ტერიტორიაზე არაერთხელ შექმნილა და გაუქმებულა სახელმწიფოებრივი საზღვარი. ”
მიტროპილიტის აზრით, მაგალითად, უკრაინაში, ერთმა იერარქმა წამოაყენა პრინციპი, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს. “მას შევახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის ისტორიაში მსგავსი პრინციპი არასდროს ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა საკითხს კონკრეტული, თუნდაც დროებითი გადაჭრა სჭირდება. ამ გადაწყვეტილებების პოვნას ჩვენ დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგში ვაპირებთ” – განაცხადა მეტროპილიტმა ილარიონმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში 70-მდე ქართველი, მათ შორის 2 თვის ბავშვი დეპორტაციის მოლოდინშია
შემდეგი სტატია“თუ წელს საქართველომ გააგრძელა სიტუაცია როგორც არის, დედა შვილს არ აიყვანს ხელში”