აფხაზი ჩონოვნიკი ჟურნალისტებთან ჩხუბის გამო თანამდებობას ჩამოაშორეს

აფხაზი ჩონოვნიკი ჟუნალისტებთან ჩხუბის გამო თანამდებობას ჩამოაშორეს

dzh-nov-1აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დეფაქტო საბაჟო სამსახურის კონტრაბანდასთან და საბაჟო წესების დარღვევასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი თენგიზ ჯოპუა, საინფოაციო სააგენტო “Сухум-Москва”-ს ჟურნალისტების მიმართ ანგარიშწორების მუქარის გამო თანდებობიდან გაანთავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნული მედიარესურსის ჟურნალისტები აპირებენ მიმართონ სამართალდამცავებს, რათა ჯოპუა პასუხისგებაში იქნას მიცემული, რადგან ის ჟურნალისტებს სამუშაო საათების დროს შეუვარდა ოფისში, ემუქრებოდა მათ და ითხოვდა რედაქციის დახურვას.

ცოტა ხნის წინა გამოცემა “Сухум-Москва”-ს მთავარმა რედაქტორმა ანტონ კრივენიუკმა უფლებამოსილება მოიხსნა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» განათავსა.

anton-krivienko
«მე, როგორც გამოცემა “Сухум-Москва”-ს მთაავრი რედაქტორი, გაცნობებთ იმის შესახებ, რომ რესურსს «Абхазия.24» არანაირი კავშირი არ აქვს არც ჩვენს გამოცემასთან, არც პირადად ჩემთან ან ჩვენს რომელიმე თანამშრომელთან. სიახლეები, რომელსაც ეს რესურსი ავრცელებს, არ მიეკუთვნება იმ მასალების რიცხვს, რომლებიც რამენაირად თანხმდება ჩემთან, როგორც გამოცემის ხელმძღვანელთან. ვადასტურებ, რომ პოლიტიკური პარტია “Айнар”-ის ხელმძღვანელი თენგიზ ჯოპუა გუშინ ჩვენს ოფისში იყო მოსული და გამოცემის დახურვას მოითხოვდა. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ამიერიდან მე ვიხსნი გამოცემის ხელმძღვანელის უფლებოსილებას და არც ერთ შემთხვევაში აღარ ვუხელმძღვანელებ მას. ახალი ხელმძღვანელის დანიშნვის საკითხი ჩემი გადასაწყვეტია, როგორც რესურსის ერთადერთი დამფუძნებლის. როგორც ადამიანი, რომელიც ამის შემდეგ არანაირ ძალებთან, იდეებთან და ა.შ. არ არის დაკავშირებული, პირად დონეზე დავკავდები ყველა წარმოქმნილი საკითხის გარკვევით-წერს “Сухум-Москва”-ს მთავარმა რედაქტორი ანტონ კრივენიუკი.

banner
წინა სტატიაში(სრული ვერსია) პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე
შემდეგი სტატიაძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში სტამბოლი-თბილისის რეისმა დაშვება ვერ შეძლო