აფხაზი ბლოგერი, პედოფილიის ფაქტების გამო საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს

აფხაზი ბლოგერი, პედოფილიის ფაქტების გამო საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს .
აფხაზი ბლოგერის ახრა სმირის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, სოხუმში 8 წლის გოგონას გაუპატიურების შესახებ, აფხაზური მედიაც ეხმაურება.


გავრცელებული ინფორმაციით, 8 წლის გოგონა სოხუმის პლაჟზე 66 წლის მამაკაცმა გააუპატიურა, რასაც აფხაზეთის დე-ფაქტო სამართალდამცავები სტრუქტურების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. დაიკითხა მოზარდი (რომლის ვინაობაც არ სახელდება), ჩატარდა ექსპერტიზები და საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც სასამართლო უნდა მოჰყვეს.
აფხაზი ბლოგერი აცხადებს, რომ დამნაშავეს უკვე გამოუჩნდნენ დამცველები, რომლებიც ავრცელებენ ჭორებს, რომ ის უდანაშაულოა და მისი სამართლებლივი პასუხისმგებლობიდან განთავისუფლებისთვის იბრძვიან.
ახრა სმირი მოუწოდებს აფხაზურ საზოგადოებას, რომ ხმა აიმაღლონ ამ კონკრეტული დანაშაულის და ბოლო დროს აფხაზეთში გახშირებული პედოფილიის ფაქტების წინააღმდეგ.
,,მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ საამართლო ამ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენს მაქსიმალურად დასჯის… წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცი, რა მოჰყვება ამას და ამიტომაც ვწერ და ვთხოვ ყველა დედასა და მამას, დასა თუ ძმას, ყველას ვინც გრძნობს სულ ცოტა პასუხისმგებლობას საკუთარი და სხვისი შვილების წინააღმდეგ, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან ეს დანაშაული.
დაე საზოგადოებრივმა კონტროლმა გზა მისცეს მართლმსაჯულების აღსრულებას, რათა არ დავუშვათ დამნაშავის გამართლება და მისი ლინჩის წესით დასჯა.
გახსოვდეთ, რომ საუბარია 8 წლის ბავშვზე!,, წერს აფხაზი ბლოგერი ახრა სმირი.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება“ დღესაც პარაზიტირებს ივანიშვილის რესურსებზე” – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინი: აშშ უკვე ჩვენი რაკეტების მოქმედების რადიუსშია