“როგორც საქართველომ მოინდომა დამოუკიდებლობა ასე მოინდომეს მათაც რატომ ართმევთ ამის უფლებას?!” – ამის შესახებ თბილისში მყოფმა რუსმა დიპლომატმა ილია კოსტუნოვმა განაცხადა.
კოსტუნოვი საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფება და აცხადებს, რომ საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას და მათთან როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან იურთიერთოს.
“რუსეთის ფედერაცია არ დაუშვებს, რომ ადამიანებს კლავდნენ. ჩვენ შეთანხმებას ვემხრობით საქართველომ აფხაზეთთან და ოსეთთან უნდა მოილაპარაკოს. ისევე როგორც საქართველომ მოინდომა დამოკიდებლობა, მათაც მოინდომეს. რატომ ართმევთ ამის უფლებას?! უნდა მოილაპარაკოთ”,- აცხადებს კოსტუნოვი.
ეუთო-ში რუსეთის დელეგაციის წევრმა ყირიმის შესახებაც ისაუბრა.
“რაც შეეხება ყირიმს. ჩატარდა რეფერენდუმი სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ უკრაინისგან გამოყოფის და რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილება მიიღეს. მოსახლეობა ყველანაირი უფლებით სარგებლობს. სამი სახელმწიფო ენაა რუსული უკრაინული და თათრული. ყირიმელები ასეთ რამეს ვერც იოცნებებდნენ უკრაინაში არსებობის დროს”, – განაცხადა ილია კოსტუნოვმა.