აფხაზეთთან არ ჯდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და მას არ აქვს საერთაშორისო ძალა

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები არ ჯდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშლეკრულების ფარგლებში.
აპატურაი წერს, რომ NATO განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.
“რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხედრო შეთანხმების გაფორმება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან, აფხაზეთთან არ ჯდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და მას არ აქვს საერთაშორისო ძალა. ნატოს პოზიცია უცვლელია. ალიანსისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ნატო აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას,”- წერს აპატურაი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რატიფიკაციის კანონს რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ.
შეთანხმებას 2015 წლის 21 ნოემბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი და ითვალისწინებს გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების ფორმირებას.
ერთობლივი დაჯგუფების მთავარი მიზანია რომელიმე მხარეზე შეიარაღებულ თავდასხმაზე ან სამხედრო საფრთხეზე რეაგირება.
მშვიდობიან პერიოდში გაერთიანებულ დაჯგუფებაში შემავალი სამხედრო დანაყოფების ურთიერთობის ორგანიზებას ახორციელებს ოპერატიული ჯგუფი, რომელიც მხარეების წარმომადგენლებისგან შედგენა. ოპერატიული ჯგუფის მეთაური არის გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის მეთაური.
ამავდროულად, რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის სამართლებრივ საკითხებზე დახმარების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
აღნიშნულ შეთანხმებას, 2015 წლის 28 მაისს, სანკტ-პეტერბურგში მოეწერა ხელი.
ამავდროულად, პუტინმა ხელი მოაწერა რატიფიკაციის კანონს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ.
აღნიშნულ შეთანხმებას 2015 წლის 28 მაისს სანკტ-პეტერბურგში მოეწერა ხელი.

banner
წინა სტატიაში(video) ფიზიკური დაპირისპირება „პირველის“ ეთერში: “რატომ პროვოკატორობ, გადაგიხადეს 5 ლარი?”
შემდეგი სტატია„აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ-ს მე-6 კორპუსის შენობა დაიკავეს