ახალ წელს სოხუმი თოვლით შეხვდა, რაც იშვიათობას წარმოადგენს ქალაქისთვის. ამ წუთებში ზღვისპირა ქალაქში გადაუღებლად თოვს – თოვლის საფარმა 10 სანტიმეტრს მიაღწია. როგორც აფხაზმა კოლეგებმა “თაიმერს” განუცხადეს, ნალექს პრობლემები არ შეუქმნია. ქალაქში საახალწლო განწყობაა. სინოპტიკოსების პროგნოზით თოვა გაგრძელდება.