(video) აფხაზეთში, სოფელ ტამიშის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

აფხაზეთში, სოფელ ტამიშის მოსახლეობამ გზა გადაკეტა
აქციის მონაწილეები აფხაზეთის ოპოზიციურ ბლოკ „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბჟანიას გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ: აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკის, „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ასლან ბჟანიას დაკავებას ოპოზიციურად განწყობილ აფხაზთა აღშფოთება მოჰყვა. მაგალითად, აფხაზეთის „ჰუმანიტარული პროგრამების“ თანამშრომელი მარინა გუმბა წერს: „როგორ შეიძლება, გაყიდო საკუთარი ერი? როგორ შეიძლება, ჩააბარო საკუთარი მოქალაქეები? ესე იგი, როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა, რომ ასე გაიმეტო მისი ინტერესები“.
ცნობისთვის: აფხაზეთის პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „ამცახარა“ ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვს და აფხაზეთში გამეფებული კორუფციის, განუკითხაობისა და სიღატაკის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს.

 

https://youtu.be/U4Dre-hhcrw

banner
წინა სტატიაში(video) სოჭში საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული
შემდეგი სტატიაპატიმრობაში მყოფი „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბჟანიას პირველი კომენტარი