აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელიწადი გავიდა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელიწადი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. მიზნად ოფიციალურად სახელდებოდა რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დაცვა, რადგან გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა.

ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

banner
წინა სტატიაშისამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტი-სუს-ი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,დამნაშავე ძალა-ში იგულისხმება მხოლოდ სააკაშვილის პოლიტჯგუფი? “-ინაშვილი მმართველ გუნდს