აფხაზეთში სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააყაჩაღეს

12 ოქტომებრს, ღამის 2 საათზე, ოკუპირებული აფხაზეთის დაბა ბიჭვინთაში ყაჩაღობა მოხდა. კერძოდ, თავდასხმა განხორციელდა სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის “გაგსტროის” გენერალური დირექტორის ნოდარ ხვარცქიას მიმართ. ამის შესახებ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა დაზარალებულის ძმამ – ბლოგერმა ხაჯარათ ხვარცქიამ.
როგორც იგი წერს, არავითარი სერიოზული ღინისძიება მომხდართან დაკავშირებით არ ჩატარებულა. მილიციას არ ჰყავს ოპერატიული ჯგუფი, რომ ახლომდებარე ადგილებში მოიძიოს დაზარალებულის ავტომანქანა, რომელიც ყაჩაღებმა გაიტაცეს. “ხვარცქიათა საგვარეულო ამ საკითხზე შეკრებას გეგმავს”, – დასძენს ბლოგერი.

banner
წინა სტატიაშითბილისში 20 წლამდე ახალგაზრდა ჩამოხრჩვალი იპოვეს
შემდეგი სტატიასირიაში რუსი საბავშვო მწერალი დაიღუპა