აფხაზეთში რუსი ტურისტი უგვზო-უკვლოდ გაქრა

რუს ტურისტებზე თავდასხმებს, მათ დააჩაღებასა და მკვლელობებს ოკუპირებულ აფხაზეთში, მათი უგვზო უკვლოდ გაქრობაც დაემატა.
აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში სალაშქროდ ჩასული და უგვზო-უკვლოდ გამქრალი მოსკოვის ოლქის მცხოვრები ანდრეი ლიხაჩევის სამძებრო ღონისძიებები აფხაზურმა სამაშველო სამსახურმა უკვე შეწყვიტა.


როგორც აფხაზური მედია იუწყება, ლიხაჩევს 25 ივლისის შემდეგ ეძებდნენ, თუმცა აფხაზური საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მისი კვალი 3 კვირის მანძილზე ვერ დაადგინა და ამის გამო სამძებრო სამუშაოები შეწყვიტა. აფხაზეთის დე-ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელის – ლევ კვიცინიას განცხადებით, მისი სამსახური მხოლოდ მთიან რეგიონში მაცხოვრებელი აფხაზებისა და მონადირეების იმედადაა დარჩენილი… ,,ისინი გაფრთხილებულნი არიან, რომ ლიხაჩევის კვალის აღმოჩენის შემთხვევაში ხელისუფლებას დაუკავშირდნენ,, აცხადებს კვიცინია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა
შემდეგი სტატია,,რუსეთის რუკაში ჩარჭობილი ხმალი,, კიევში ახალი ძეგლი გაიხსნა (ვიდეო)